Wednesday, May 28, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგი დავიწყეთ იმით, რომ დავწყვილდით და გავუზიარეთ ერთმანეთს პორტფოლიოს პრეზენტაციები, მივეცით ერთმანეთს რჩევები, რომლებიც დაგვეხმარა შესწორებების შეტანაში. ასევე გავეცანი საავტორო უფლებებს,რაც ვფიქრობ აუცილებ- ლად უნდა დავიცვათ. გევეცანი მოსწავლეთა ნამუშევრებს, რომელიც გამომადგება ჩემს მოსწავლეებთან ნიმუშის სახით.

მეოთხე დღის რეფლექსია

     ნამდვილად საინტერესო და საჭირო მოდულზე ვიმუშავეთ. გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს, წინარე ცოდნის შეფასების მეთოდებს  და ინსტრუმენტებს. ასევე დავიწყეთ პრეზენ-ტაციაზე მუშაობა. ვფიქრობ დღეს მიღებული ცოდნა გამომადგება სრულყოფილ პროექტზე მუშაობაში

მესამე დღის რეფლექსია

    ვიმუშავეთ მე-2 მოდულის პირველ და მეორე აქტივობებზე, შევარჩიეთ სტანდარტები თემის გათვალისწინებით და ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე. ჩემი აზრით აღნიშნული აქტივობები გამიადვილებს ამოცანებისა და მიზნების სწორად ასახვას და გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას მიზნების მისაღწევად.

მეორე დღის რეფლექსია

       ვიმუშავეთ მე-4 აქტივობაზე „ პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების  თემაზე“,გავეცანით  ბროშურების, გაზეთების  და ფლაერების დამზადებას, რომლის გამოყენება დააინტერესებს მოსწავლეებს და მოტივაციას აუმაღლებს პროექტზე მუშაობისათვის. საინტერესოს გახდის მათთვის მუშაობის პროცესს.

პირველი დღის რეფლექსია

        ამ მოდულზე გავეცანი სასწავლო პროექტებისათვის ღონისძიებების ეფექტურ დაგეგმვას და იმ აქტივობებს , რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს პროექტზე მუშაობაში. ვფიქრობ მე მომცემს საშუალებას მოსწავლეებს დავეხმარო ძირითადი და თემატური კითხვებით სრულყოფილი პროექტის დამუშავებაში.