Wednesday, June 11, 2014

მე-9 დღის რეფლექსია

დღეს დავამთავრეთ ტრენინგი. გავაკეთეთ პროექტების პრეზენტაცია , ძალიან მომეწონა  ჩემი მეგობრების მიერ არჩეული თემები, მივეცით ერთმანეთს სამომავლოდ გასათვა-ლისწინებელი რჩევები.  ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევრები ბლოგზე.
      ტრენინგი ძალიან სასარგებლო იყო და ვფიქრობ ნაყოფიერს გახდის ჩემს შემდგომ მუშაობას.
 დიდი მადლობა   შორენა, შენ ყოველთვის ჩვენს გვერდით ხარ.  გისურვებ  წარმატებებს შემდგომ მუშაობაში შენ და ჩემს ახლად შეძენის მეგობრებს.

Sunday, June 8, 2014

მე- 8 დღის რეფლექსია

დღე დავიწყეთ აქტივობით "დაწყვილდი- გაუზიარე" და ერთმანეთს სასარგებლო რჩევები მოვეცით. მე-7 მოდულში დავამთავრეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიებით და ვისწავლეთ გაჟეტების დამატება ბლოგებში. რაც ძალიან საინტერესი და სასარგებლოა და დამეხმარება მოსწავლეებთან მოტივაციის გაზრდაში. დგეს ძალიან ნაყიფიერად ვიმუშავეთ.მადლობა ტრენერს ასეთი საინტერესი და ბევრის მომცველი მასალის მოწოდებისატვის.

Wednesday, June 4, 2014

მე-7 დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ აქტივობით 'დაწყვილდი-გაუზიარე" ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის ნამუშევარი და მივეცით გასათვალისწინებელი რჩევები.
ვიმუშავე მე-6 მოდულზე და გავეცანი:
1.მოსწავლეთა დიფერენცირებული სწავლების ნიმუშებს
2. ვისწავლე მოსწავლის პრეზენტაციის დამხმარე შაბლონის მიწოდება მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით
3. გავიხსენე გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. დღეს ნასწავლი მასალა დამეხმარება მოსწავლეებს შესაძლებლობის მიხედვით გავუნაწილო დავალებები.


მოსწავლის პრეზენტაცია


Sunday, June 1, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

 მეცადინეობა დავიწყეტ დაწყვილდი- გაუზიარე აქტივობით და ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლის ნამუშევარი. მივიღე საჭირო რჩევები.დღეს ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე, ვისწავლე შეფასებების რუბრიკებზე მუშაობა, გავეცანი მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკის ნიმუშს, რომელიც გამომადგება პროექტზე მუშაობისას მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდაში.ასევე ვიმუშავეთ გუგლ დოკუმენტების შექმნასა და გამოქვეყნებაზე. ლინკის დადებაზე. ვფიქრობ დღეს შესწავლილი მასალა საინტერესოს გახდის მუშაობას.

გაკვეთილის გეგმა

ჩემი ბუკლეტი



პორტფოლიოს პრეზენტაცია